LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

28

პრემიერ მინისტრი  ბაღების დაფინანსების ახალი სქემის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბავშვების ნაკადი ძალიან დიდია და სახელმწიფო დანახარჯებს ვეღარ წვდება. ამ პრობლემის მოგვარებას  საკანონმდებლო ცვლილებებიც შეიძლება დასჭირდეს. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღის გადასახადი გარკვეული ტიპის ოჯახებმა უნდა გადაიხადონ. გადასახადის გადახდა საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, შეძლებულ ოჯახებს მოუწევთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ გზას, რომ ერთის მხრივ, ეს მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე ჩვენ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან შეძლებული ადამინებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს უფრო მაღალი ბარიერი, გაცილებით უფრო, ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g