სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღების სასადილოების შემოწმება დაიწყო. შემოწმდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაგა-ბაღები. სააგენტოს სპეციალისტები სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა (მათ შორის 253 თბილისში). ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.
მიმდინარე შემოწმების შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებს.
