„პირველი არხის“ ინფორმაციით, 2024 წლის „ევროვიზიის“ საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, ესპანეთი და უკრაინა
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს RTVE-ს ეკუთვნის.
საბავშვო „ევროვიზია“ წელს მადრიდში, 16 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს კი, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ანდრია ფუტკარაძე წარადგენს, რომელიც „რანინას“ გამარჯვებულია.