LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონელმა როქსანა ვეგიელმა მოიგო

roxana

საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული პოლონელი როქსანა ვეგიელი​ გახდა. მან სიმღერა Anyone I Want To Be იმღერა. ჯამში, როქსანა ვეგიელმა 215 ქულა მიიღო.

საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი კონკურსზე მე-13 ნომრად გამოვიდა. მან „შენი ხმა“ შეასრულა. ედილაშვილმა კონკურსზე 144 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსმა უმასპინძლა. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გამარჯვებული კონკურსანტი ონლაინ ხმის მიცემის შედეგებისა (50%) და საერთაშორისო ჟიურის შეფასების (50%) საფუძველზე გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები