პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებული თამარ ედილაშვილი გახდა. შესაბამისად, ის წარადგენს საქართველოს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ბელარუსში.
ამასთან, პირველი არხის გადაწყვეტილებით, ბელარუსში გაემგზავრებიან ფინალისტები ანასტასია ტოგონიძე და ნიკოლოზ ვასაძეც.
საბავშვო ევროვიზია 2018 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.