LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

561
2024-10-26_00-30-00_995073

საქართველოს ხმა საბავშვო „ევროვიზიაზე“ ანდრია ფუტკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დედის შესახებ საუბრობს.

ანდრიას თქმით, 7 წლის იყო, როდესაც დედა ემიგრაციაშია, ამერიკაში გაემგზავრა.

„ჩემი ევროვიზიის სიმღერა დედაზეა. მე ვიყავი 7 წლის, როდესაც დედა ამერიკაში წავიდა. ძალიან მიყვარს და როდესაც „რანინაში“ ვიყავი, დედა ყოველთვის მგულშემატკივრობდა. გავიგე, რომ ევროვიზიაზეც ჩემს გვერდზე იქნება და ძალიან გამიხარდა.

გამიხარდება და ბედნიერი ვიქნები, როდესაც „ევროვიზიაზე“ ხალხის წინაშე წარვსდგები. ალბათ ცოტა დაბნეული და განერვიულებული ვიქნები, მაგრამ მაინც კარგი გრძნობები მექნება. ცოტას ვინერვიულებ, მაგრამ ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, – ამბობს ანდრია ფუტკარაძე.

To My Mom – „დედას“ – ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება

@1tv.ge

„როცა დედა ემიგრაციაში წავიდა, შვიდი წლის ვიყავი…” | საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე – ანდრია ფუტკარაძე #საბავშვოევროვიზია #ანდრიაფუტკარაძე #JESC2024

♬ original sound – პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g