LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ადამიანების სივრცე არაა ევროპა, წამოპლაკული რომ ხარ მთელი ცხოვრება და ცოლი გიგზავნის ხელფასს, ეს აღარ იქნება – დათო ტურაშვილი

2747
დატო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა გარდაუვალია, უბრალოდ ჩვენ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. ამის შესახებ დათო ტურაშვილი ფორმულას გადაცემაში „მე -17 სართული“ საუბრობს.

„იბერიული სამყარო იყო ძალიან დიდი. „იბერიული“ არის ტერმინი, რომელიც, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ. თითქმის რუსეთის იმპერიამდე, ჩვენ როგორც იბერიას ისე მოგვიხსენიებდნენ. უბრალოდ როცა ძველ ბერძნულიდან ახალში შეიცვალა ბ- ს ჩაენაცვლა ვ. და ივერია დაგვარქვეს.

ბასკებმა დაკარგეს ეს სახელი,  ჩვენზე გაცილებით ადრე, მაგრამ სამაგიეროდ იბერიული სამყარო და იბერიული თემატიკა მათთან დარჩა. მათი მთავარი ავიაკომპანიაც „იბერიაა“.

მათ რაგბის გუნდსაც „იბერია“ ჰქვია. ჩვენც გვინდოდა იბერია დაგვერქმია, მაგრამ დაგვასწრეს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენც მორაგბეებს მივულოცო ზეისტორიული გამარჯვება იტალიასთან.

ეს იყო დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავია და სულ რომ არის საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება დავბრუნდეთ ევროკავშირში, რომელიც სინამდვილეში ჩვენი შექმნილია, ჩვენ დავიწყეთ ევროპა და ახლა იქით გაგვიხდა სახვეწარი.

ჩვენი მორაგბეები ყოველდღიურად აიძულებენ ევროპულ ექვსეულს რომ აუცილებლად გაფართოვდნენ. აქვე ვიტყვი, რომ არ ვარ იმის მომხრე, რომ ვიღაც დაგვიმატონ და ჩვენ შეგვიყვანონ.

თავის დროზე იყო 5 ერი დაუმატეს იტალია და გახდა 6 ერი.

ასე მოხდება. დაემატება მათ საქართველო. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც ეს იტალიასთან ბათუმში ჩავატარეთ.

ამ ამბავმა დაგვანახვა, როგორ შეიძლება არ აგვცდეს ჩვენ ევროპა და პირიქით. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, თუ  სასამართლო გვექნება დამოუკიდებელი, მოხდება დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა გვექნება და არჩევნები, რომელიც 100 წლის წინ გვქონდა, რა თქმა უნდა ჩვენ ევროპის ნაწილი ჩვეულებრივად ვიქნებით. მეტი არაფერი არაა განსაკუთრებული. რისიც ეშინიათ საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანებს. იმ ქართველებს, ვისაც არ უნდა ევროპული ინტეგრაცია, ძალიან ადვილად ვხვდები, ვინ არიან, ესენი არიან ვისაც ეშინია კონკურენციის, განათლების შრომის.

სინამდვილეში მე არ მომწონს მარტო იმაზე რომ არის ლაპარაკი, რომ ფინანსურად კარგია ევროკავშირში.

კი ძალიან ბევრი ფინანსები დაგვემატება, ევროკავშირში გაწევრიანდებით, ძალიან ბევრი რამ დაფინანსდება საქართველოში. მაგრამ მეორეს მხრივ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიმართლე იცოდეს საქართველომ, რომ მოგვიწევს ბევრი შრომა. მოგვიწევს განათლება, მოგვიწევს კონკურენცია. უსაქმურებისა და საბჭოთა ადამიანების  სივრცე არაა ევროპა. წამოპლაკული რომ ხარ მთელი ცხოვრება  და ცოლი გიგზავნის ხელფასს, ეს აღარ იქნება. უნდა ვიშრომოთ ყველამ. ეს არის რთული და მე მინდა, რომ რთული გზა ავირჩიოთ.

ეს იქნება რთული გრძელი გზა, მაგრამ შინ მივიდეთ მშვიდობით. “ – თქვა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

შემდგარი, წარმატებული ადამიანები მიდიან, კატასტროფული რიცხვები გვაქვს, ყველა ფიქრობს, როგორმე გააღწიოს ქვეყნიდან, სამოთხე გვაქვს და სამოთხიდან გაქცევა როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს?! – დათო ტურაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები