LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ოკუპაციის დღე – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

102

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლემენტის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული დროშა დაეშვა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები