LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ოკუპაციის დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვა

115

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა – სახელმწიფო უწყებების შენობებზე, მათ შორის – პრეზიდენტის სასახლის, თავდაცვის სამინისტროს, პარლამენტის შენობის სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ტაბახმელაში, იუნკერთა მემორიალს დღეს მთავრობის წევრები, სხვა პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ. 12 საათზე მემორიალზე საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდებიან.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g