დღეს გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვეპლა, მათ შორის მფრინავები, მაშველები, ექიმები და უცხოელი ტურისტი.
მომხდარ შემთხვევას ემოციური პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა.
“ტრაგედია უცნობ ადამიანებთან გაახლოვებს, მათ ტკივილს მთელი არსებით გრძნობ, განიცდი და თანამოზიარე ხდები. ემპათიასთან გადაჯაჭვული უმძიმესი წუთები ყველაფერს თავდაყირა აყენებს. გაელვებაა საკმარისი დარწმუნდე, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი საჩუქარია. სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე მზრუნველი ადამიანები გმირები არიან. დიახ, ნამდვილი გმირები. მაშველები გამორჩეული ადამიანები არიან. მაშველობა სიცოცხლის დათმობის დაშვებაა. თავდადებაა პროფესიად საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი გადარჩენა აირჩიო. მთელი ცხოვრება დაფრინავდნენ. დაღუპულთაგან ერთს 35 წლიანი გამოცდილება ჰქონია. დღეს სხვებს ვერ დაეხმარნენ…. დღეს თავად დასჭირდათ შველა…. საბედისწერო აფრენიდან ტრაგიკულ დაშვებამდე ყველაფერზე იფიქრეს. ალბათ ?როგორ ცდილობდნენ გადარჩენას…. ამ მცდელობის დროს სამუდამოდ გაფრინდნენ… და სამოთხის კარი შეაღეს….30 ივლისი გლოვის დღეა… ვუსამძიმრებ ყველას…”, – წერს ქეთევან ქარდავა.