LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი სექტემბრიდან ღირსშესანიშნაობების მონახულებას შეზღუდავს

130
Acropolis-Athens-Credit-Matias-Callone-CC2-Flickr

საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ათენის აკროპოლისის მნახველთა რაოდენობა. შეზღუდვა ძალაში სექტემბრიდან შევა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი დღეში 20 ათასზე მეტ მნახველს აღარ მიიღებს.

ამჟამად დამთვალიერებელთა ნახევარი დილით მიდის, 8:00-დან შუადღემდე, თუმცა 8:00-დან 20:00 საათამდეა ღია.

პრობლემის მოსაგვარებლად დადგინდება საათობრივი ლიმიტები.

მაგალითად, 3 000 კაცი 8-დან 9-მდე შევა, 2000 – 9-დან 10-მდე და ა.შ.

ახალ სისტემას სექტემბერში გამოცდიან, შემდეგ კი მომავალი ზაფხულის სეზონისთვის 1 აპრილიდან დააბრუნებენ.

1 აპრილიდან ახალი სისტენა სხვა არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებზეც გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები