საბერძნეთი 2025 წლიდან ტურისტულ გადასახადს საგრძნობლად გაზრდის. ამ გზით ხელისუფლება იმ ზიანის კომპენსირებას აპირებს, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ვიზიტორები ისტორიულ ადგილებს და ბუნებას აყენებენ. სიახლის შესახებ schengen news წერს.
ახალი წლიდან ტურისტები ყოველდღიურ გადასახადს 2 ევროს გადაიხდიან, ნაცვლად 0,5 ევროსა. აქტიური სეზონის დროს კი გადასახადი 1,5 ევროს ნაცვლად 8 ევრო გახდება.
საკრუიზო ლაინერების მგზავრებისთვის გადასახადს, დღეში 20 ევროს შემოიღებენ.
სასტუმროები აპირებენ, რომ მოსაკრებელი დღე-ღამეში 15 დოლარამდე გაზარდონ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მომავალი წლიდან მიკონოსი და სანტორინი ნაკლებ ხომალდს მიიღებს.
შემოსული თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. საბერძნეთში ხშირად არის სტიქიური უბედურებები; იქნება ეს წყალდიდობა თუ ტყის ხანძარი და ფინანსების ნაწილი დაზარალებული რეგიონების აღდგენას უნდა მოხმარდეს.
საინტერესოა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 25 მილიონ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, ეს მაშინ როცა მისი მოსახლეობა მხოლოდ 10 მილიონია.