LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

79

საბერძნეთში, ათენში, დააკავეს 9 ქალი, რომლებიც შვილებს ჰყიდდნენ. ამის შესახებ Dailysabah-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.მათ შორის არის  საქა​რთველოს ერთი მოქალაქე. დანარჩენები კი ბულგარელები არიან.

ქალების გამოაშკარავება საიდუმლო ოპერაციის შედეგად მოხდა: ორი ოფიცერი მათ გაეცნო, როგორც ბავშვის შვილად აყვანის მსურველი წყვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდნენ ახალშობილი ბავშვებით. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველთან, რომელიც დაჯგუფებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. მან ცოლ-ქმრად შენიღბულ ოფიცრებს ახალშობილი 18 000 ევროდ აყიდინა. ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავეები აიყვანა. მათ შორის აღმოჩნდნენ ქალები, რომლებმაც ახლახანს გააჩინეს ბავშვი და მათ გაყიდვას აპირებდნენ. ასევე ერთი ორსული.

პოლიციამ 9 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო. საქმის გამოძიება გრძელდება.

 

magti 5g