LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ცხოველების მიმართ სასტიკად მოპყრობაში ბრალდებულებს იარაღის ტარების უფლება შეუზღუდეს

107
dog_web-960x600

საბერძნეთში ძალაში შევიდა იარაღის ფლობის ახალი რეგულაციები. ცვლილებების თანახმად, უფლებას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამო არიან გასამართლებულნი ან მათი საქმე გამოძიების პროცესშია. სიახლის შესახებ ekathimerini წერს.

ასევე გაუქმდება ადრე გაცემული ნებართვებიც იმ ადამიანებისთვის, ვინც მსგავს დანაშაულს უკავშირდება.

ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, ცხოველთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცხოველს, მაღალი ალბათობით ძალადობას გამოავლენს საკუთარი ოჯახის წევრების, ბავშვების ან ხანდაზმული ნათესავების მიმართაც.

ქვეყნის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ახალი წესები მომავალში ოჯახური ძალადობის არაერთი შემთხვევის პრევენციას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იტალიაში დაამტკიცეს ცვლილება საგზაო კოდექსში, რომლის მიხედვითაც მძღოლებს, რომლებიც შინაურ ცხოველებს გზაზე მიატოვებენ, ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა ან საერთოდ ციხეში მოხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები