LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

50
საბერძნეთი

საბერძნეთში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთში ამჟამად სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის  – 41 პროცენტი.

ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე მიიღეს, გამომდინარე იქიდან, რომ სააბერძნეთში დელტა შტამის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

„რამდენიმე ადამიანის გამო ქვეყანა აღარ დაიკეტება,“ – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

ამასთან, საბერძნეთში მოხუცებულთა სახლების თანამშრომლების სავალდებულო იმუნიზაცია დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო სამედიცინო მუშაკებისთვის პირველი სექტემბრიდან გახდება.

ახალი წესების ფარგლებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სხვა დახურულ სივრცეებში მხოლოდ ვაქცინირებული პირები მოხვდებიან.

ცნობისთვის, საფრანგეთში მედპერსონალის ვაქცინაცია უკვე სავალდებულო გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g