ბრედ პიტი და მისი მეგობარი ქალი, ინეს დე რამონი საბერძნეთში იმყოფებიან, სადაც 62 წლის მსახიობი ახალი ფილმის The Riders გადაღებებში მონაწილეობს.
ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად კარიერულ საქმიანობას პირად ცხოვრებასაც უთავსებს. გადაღებებს შორის თავისუფალ დროს პიტი და დე რამონი ერთად ატარებენ, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს წყვილის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზეა გადასული.
რაც შეეხება ბრედის „ლუქს“, მას თავისუფალი სტილის შარვალი და ქურთუკი ეცვა, ინესიც კომფორტულ სამოსში იყო გამოწყობილი.
ცნობილია, რომ The Riders პიტის ერთ-ერთი ახალი კინოპროექტია, რომლის გადაღებებიც საბერძნეთის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსახიობი გადამღებ ჯგუფთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში იმყოფება.
ცნობისთვის, ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობა 2022 წლიდან გახდა საჯარო. მას შემდეგ ისინი ერთად არაერთ ღონისძიებაზე გამოჩნდნენ და როგორც წყაროები იუწყებიან, სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ვიდეო: ბრედ პიტი ჰოლივუდურ ქაოსს ინეს დე რამონთა ერთად სუფთა ჰაერზე გაექცა
ხასხასა მწვანე ორეული და ულვაში – 61 წლის ბრედ პიტი პაუზის შემდეგ კვლავ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა