LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს – სოფიო ხუნწარია

138
0207b95424681492afadb7a731556050

ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.

„რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, –  აღნიშნა მერის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g