LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი ბარი კეოგანს ხვდება

135
Untitled

ინტერნეტში, საბრინა კარპენტერისა და ბარი კეოგანის შესახებ ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი საზოგადოებას თავად წყვილმა მისცა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მათ ყურადღება ,,გრემის” შემდომ წვეულებაზე გადაღებული ფოტოთი მიიქციეს.

ამ დღეებში კი, 24 წლის ამერიკელი მომღერალი და 31 წლის ირლანდიელი მსახიობი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ხმები მათი რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2023-ის დეკემბერში გავრცელდა. მათი გზები პირველად სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე გადაიკვეთა, სადაც ისინი ,,ჟივენშის” ჩვენებას დაესწრნენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა არტისტი კანადელ კოლეგას, შონ მენდესს დაშორდა. ასევე ახლახან დაასრულა ურთიერთობა Saltburn-ის ვარსკვლავმა ელისონ კირენთან, რომლისგანაც ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები