LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერს რაპუნცელის როლზე განიხილავენ

139
612927

ქსელში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ,,დისნეიმ” 2010 წლის ანიმაცია – ,,ჩახლართული“, ასევე ცნობილი როგორც ,,რაპუნცელი”, ცოცხალი მოქმედების ფილმად გადაიღოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ინტერნეტმომხმარებლებს უკვე ჰყავთ კანდიდატი, ვისაც მულტფილმის ლაივ-ექშენ ადაპტაციაში მთავარი როლის შემსრულებლად მოიაზრებენ.

ამ დროისთვის, რაპუნცელის როლზე მთავარი პრეტენდენტი, 24 წლის მომღერალი – საბრინა კარპენტერია. საზოგადოების აზრს იზიარებს, ანიმაციაში რაპუნცელის ხმა – მენდი მური.

ცნობისთვის, Tangled ციხე-კოშკში გამოკეტილი პრინცესას ჯადოსნური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები