მოდური გამოცემები აქტიურად განიხილავენ საბრინა კარპენტერის ლუქს MTV Video Music Awards-ის შემდგომ წვეულებაზე, რომლის ორგანიზატორი თავად იყო.
პრე-ფართის თემა მსოფლიოში ყველაზე გლამურული ღამის კლუბით – Studio 54 იყო შთაგონებული. ყველასთვის ცნობილია, რომ 70-იან წლებში ,,სტუდიო 54” ნიუ-იორკის ჰედონიზმის ეპიცენტრი იყო.
არტისტმა საღამოსთვის ბობ მაკის საარქივო კოლექციიდან ის ლუქი მოირგო, რომლითაც პირველად 1975 წელს შერი გამოჩნდა. ამ უკანასკნელს ბრჭყვიალა კაბა მისივე სახელობის შოუს პერფორმანსზე ეცვა – The Cher Show-ში, რომელშიც მომღერალი ტინა ტერნერთან ერთად მღერის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საბრინა კარპენტერი არჩევანს ბობ მაკის საკულტო და ვინტაჟურ სამოსზე აკეთებს, რითაც პატივს ლეგენდარულ კოლეგებსაც მიაგებს. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების შარშანდელ დაჯილდოებაზე მან მაკის ის კაბა მოირგო, რომელიც 1991 წელს მადონას ,,ოსკარებზე” ეცვა. მაკის 1986 წლის კაბა ეცვა მას მაშინაც, როცა წლევანდელი დაჯილდოების სცენაზე წარდგა.
საბრინა კარპენტერის მორიგი რევერანსი ბრიტნი სპირსს და მხარდაჭერა ტრანსგენდერ ადამიანებს