საბრინა კარპენტერი MTV Video Music Awards-ის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო. ამერიკელი არტისტი, რომელიც მუსიკალურ სამყაროს კიდევ უფრო აქტიურად შეუერთდა, დაჯილდოების მთავარ სცენაზე პირველად წარდგა. 25 წლის შემსრულებლის სადებიუტო პერფორმანსი მის ტოპ 3 სიმღერაზე – Please, Please, Please, Taste და Espresso, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების საიუბილეო, მე-40 დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვდა.
ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც აქამდე გამოშვებული 5 ალბომის მიუხედავად, საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარდატეხას გასული წლის მეორე ნახევრიდან მიაღწია, დაჯილდოების ნომინანტთა შორის პირველად მოხვდა და პირველი ჯილდოც მიიღო. მისი ,,ესპრესო” – ,,წლის სიმღერა” გახდა.
პირველად, Საბრინა კარპენტერი პერფორმერის რანგში VMAs-ზე, 2023 წელს, დაჯილდოების პრე-შოუზე გამოვიდა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს აუთფიტი, რომლითაც ჯენზის სუპერვარსკვლავი ცერემონიის ხალიჩაზე წარდგა. მან პატივი მადონას მიაგო და ბობ მაკის ვინტაჟური თეთრი კაბა მოირგო, რომელიც პოპის დედოფალს 1991 წელს, ,,ოსკარებზე” ეცვა.