საბრინა კარპენტერი Coachella-ს ფესტივალის პირველი ღამის ჰედლაინერი იყო. მან გრანდიოზული, ,,ძველი ჰოლივუდის” თეატრალური სანახაობა გამართა, რომელსაც Sabrinawood ეწოდა.
მომღერლის პერფორმანსი კინემატოგრაფიული ელემენტებით იყო გაჯერებული. სცენა გაფორმებული იყო ჰოლივუდის ბორცვების რეპლიკით და წარწერით – SABRINAWOOD.
წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა, სუზან სარანდონმა და უილ ფერელმა.
ვიდეო და ხმოვან ჩანართებში ასევე სემ ელიოტი და სემუელ ელ. ჯექსონი მონაწილეობდნენ .
საბრინამ სანახაობაზე შეასრულა 20 სიმღერა, მათ შორის ტრეკები ახალი ალბომიდან – Man’s Best Friend და წინა ალბომიდან – Short n’ Sweet.
საღამო ჰიტის – Espresso გამოსვლიდან მეორე წლის თავს დაემთხვა, რაც შოუს ერთ-ერთ ,,ჰაილაითად” იქცა.
ეს პერფორმანსი საბრინამ თავის კარიერაში ,,ყველაზე ამბიციურ შოუდ” შეაფასა.
არტისტის ჩაცმულობა სპეციალურად შექმნილ Dior-ის ლუქებს მოიცავდა.
საინტერესო ფაქტია, რომ მომღერალმა ფესტივალის ჰედლაინერობა ჯერ კიდევ 2024 წელს, Coachella-ზე დებიუტისას ,,იწინასწარმეტყველა”.