LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე კაცი დაჭრეს

163
შსს

თბილისში, საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შემდეგაც აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g