LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბუთს არ აძლევენ და ვერ გამოდიან,” – ნუგზარ თინიკაშვილი ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულებზე საუბრობს

108

ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მეგობრები ამ დრომდე  ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გუშინ გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩამორთმეული აქვთ. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საბუთს არ აძლევენ და ოკუპირებული ტერიტორიიდან ვერ გამოდიან. შეგახსენებთ, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.

„გათავისუფლებულები ლევან ქუტაშვილი და სოსო პავლიაშვილი არიან თავიანთ ოჯახებში, ოკუპირებულ ახალ გორის ტერიტორიაზე. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება საბედნიეროდ. სამწუხაროდ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან საბუთს არ აძლევენ და ვერ გამოდიან. ჩამორთმეული აქვთ ე.წ. “პროპუსკი” და პირადობის მოწმობა. შიშით ალბათ, სამწუხაროდ ასეა, ვერ ისაუბრებენ ჯერ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაციები ექნებათ,  მაგრამ ამაზე ჯერ არაფერი საუბარი არ მიდის,“ – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ის ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ საკუთარ მშობლიურ სოფელში. ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით, ის გუშინ უნდა გადმოესვენებინათ, რაც ასე არ მოხდა.

„გუშინ გვქონდა მოლოდინი, ასეთი იყო შეთანხმება, სამწუხაროდ არ მოხერხდა და როგორც შესაბამისი სტრუქტურები, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, გვეუბნებიან, ხვალ ან ზეგ უარეს შემთხვევაში ზეგ უნდა გადმოგვცემენ,” – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ.

magti 5g