LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა ვისწავლოთ ერთიანობა. იმედი მაქვს პოლარიზაცია დასრულდება, რადგან ამით ჩვენი მეზობელი ხეირობს: სალომე ზურაბიშვილი

68
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხმა „სიწყნარეს, სიმშვიდეს და ერთიანობას მისცა“.

ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია დასრულდება, რადგან ამით ჩვენი მეზობელი ხეირობს“.

„მე მგონი, საჭიროა, თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე, სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩვნო ოლქში მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g