LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩვნო ოლქში მიმდინარეობს

54
260118470-0-133-1280-853-1920x0-80-0-0-eeddb6b56b23204ac04ad2d3ab41e90c

საქართველოში მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელიც 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში იმართება. 

კერძოდ, გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს.

არჩევნების მეორე ტური საქართველოს ოც მუნიციპალიტეტეში ტარდება. მათ შორის 5 თვითმმართველი ქალაქია : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი.

თბილისი

  • კახა კალაძე – “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”
  • ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ბათუმი

  • არჩილ ჩიქოვანი – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
  • გიორგი კირთაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ქუთაისი

  • იოსებ ხახალეიშვილი – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
  • ხატია დეკანოიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
  • დავით კირკიტაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ფოთი

  • ბექა ვაჭარაძე – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
  • გიგი უგულავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

5 თვითმმართველი ქალაქის გარდა დღეს არჩევნების მეორე ტურია ზუგდიდში, ბაღდათში, თელავში, თიანეთში, მარტვილში, ოზურგეთში, სენაკში, ქარელში, ჩხოროწყუში, ცაგერში, წალენჯიხაში, წყალტუბოსში, ხაშურში, ხელვაჩაურსა და ხობში.

  • თელავი – გიორგი ბოტკოველი(5) და ლევან ანდრიაშვილი(41);
  • თიანეთი – თამაზ მეჭიაური(38) და ლევან წიკლაური(41);
  • ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი(5) და ზაზა გულიაშვილი(41);
  • ხაშური – იოსებ ბუაძე(5) და თენგიზ ჩიტიაშვილი(41);
  • ცაგერი – ბესარიონ ბენდელიანი(25) და გიორგი ნემსაძე(41);
  • ბაღდათი – გიორგი რობაქიძე(5) და კახა ენუქიძე(41);
  • წყალტუბო – ზაზა მეტრეველი(5) და გენადი ბალანჩივაძე(41);
  • ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე(41) და კონსტანტინე შარაშენიძე(56);
  • სენაკი – კობა ნაყოფია(5) და ვახტანგ გადელია(41);
  • მარტვილი – თეიმურაზ ჯანაშია(5) და თორნიკე ჯანაშია(41);
  • ხობი – ბესიკ შენგელია(5) და დავით ბუკია(41);
  • ზუგდიდი – ანზორ მელია(5) და მამუკა წოწერია(41);
  • წალენჯიხა – გიორგი ხარჩილავა(5) და გოგა გულორდავა(41);
  • ჩხოროწყუ – ბადრი ქარჩავა(5) და დათო გოგუა(41);
  • ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე(5) და ზაზა დიასამიძე(41)

მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა. არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირებულია 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა. მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g