LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება: პაატა მანჯგალაძე

131
პოლიტიკური-პლატფორმა-ახალი-საქართველოს-გენერალური-მდივანი-პაატა-მანჯგალაძე

„ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციის გეგმას, ხელისუფლებისთვის ხალხის ხმის გაგონება წარმოადგენს, რადგან შემდეგ ქართული ოცნება კომპრომისზე წამოვიდეს. ის ასევე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ყველაზე კარგი საშუალებაა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის.

პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულზე გადაწყვეტილება ოპოზიციამ საერთო სტრატეგიის ნაწილში უნდა მიიღოს.

მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.

„ოპოზიციის გეგმა არის, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს ხალხის ხმა, წამოვიდეს კომპრომისზე და ის მიტაცებული ხმები დაუბრუნოს ხალხს. ეს არის გეგმა. ვადამდელი არჩევნები არის ყველაზე კარგი საშუალება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, უბრალოდ მანამდე უნდა შეთანხმდნენ პარტიები, რომ მივიღოთ პროპორციული სისტემა, რომელიც სარკისებურად ასახავს ხალხის განწყობას.

როგორც ვხედავ, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვება განხილული უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ნაწილში, ეს უნდა იყოს საკრებულოების ნაწილში და სრული ერთიანობა უნდა იყოს.

ერთ დღეს ვიძახდეთ, რომ წალენჯიხიდან ავაშენოთ ოაზისი და მეორე დღეს დავშალოთ ყველაფერი და წავიდეთ სახლში ეს ორი რამ ერთად თავსებადი არ არის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მე ვერ მოვუწოდებ შეწყვიტოს, ან არ შეწყვიტოს მან შიმშილობა. ეს მისი გადასაწყვეტია. ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ის ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოპულარულები