LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები: გიორგი მშვენიერაძე

59
გიორგი მშვენიერაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები“.

მისივე განცხადებით, ასეთ ადამიანებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც ქურდბაცაცებს და ისინიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ.

„- შეიძლება ისინი იყვნენ შენი მასწავლებლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– შეიძლება ისინი არიან შენი მეზობლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი არიან შენი მეგობრები, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი უბრალოდ შენი ნაცნობები არიან, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

და ა.შ. და ა.შ.

და ბოლოს, თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები. მათ ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს და ისინიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ“, – წერს მშვენიერაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები