LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებელი სახლების და კორპუსების ნაწილს, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის შესული ამნისტია შეეხებათ და ჯარიმები გაუუქმდებათ

196
1580889072-კალაძე-კახა-2

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს, რომელებიც ექსპლუატაციაში არ არის შესული, ამნისტია შეეხებათ და დაკისრებული ჯარიმა გაუუქმდებათ. კახა კალაძის ინფორმაციით, ამნისტია 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე გავრცელდება.

მისივე განცხადებით, რეგულაცია, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტრო ენერგიით მომარაგებით აკრძალვას ითვალისწინებს, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება.

კალაძის განცხადებით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა მოხდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

“გუშინდელი დღიდან საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კანონპროექტს ექნება დიდი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ დედაქალაქის მოსახლეობაც ელოდება ამ კანონის მიღებას.

ათიათასობით და ასიათასობით ადამიანს აქვს კონკრეტული პრობლემები, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრებელ სახლებში, კორპუსებში. ეს არის მათი საკუთრება და ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ არის შესული ექსპლუატაციაში იმის გამო, რომ წლების წინ როდესაც ხორციელდებოდა მშენებლობა, იყო გადაცდომები, პროექტის მიღმა იქნა გაკეთებული სხვადასხვა მიშენებები, დაშენებები, შესაბამისად ამ შენობების ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხდებოდა. უამრავ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, რომ ის კონკრეტული ბინები და ფართები, სადაც ისინი ცხოვრობენ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. 

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებულ დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას. ძალიან ბევრი ჯარიმებია გამოწერილი, რომელიც ტვირთად აწევს ამ მოსახლეობას. ამნისტიის შედეგად ეს ჯარიმებიც იქნება ჩამოწერილი.

რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტრო ენერგიით მომარაგებით აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერას. ხოლო შემდეგ ეტაპზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

mazda magti 5g