თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გაზის ბალონი გადმოაგდეს, ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბალონი რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მცირეწლოვან ბავშვს.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მოქალაქეებმა პატრული გამოიძახეს.