„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს თავს დაესხნენ.გიგი უგულავასა და გაბაშვილთან ორი უცნობი პირი მაშინ მიიჭრა, როცა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.გიგი უგულავა ირწმუნება, რომ თავდასხმის მოტივი უცხოეთში დაგეგმილ მნიშვნელოვან ვიზიტს უკავშირდება.მისი თქმით, ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო.
უგულავას ინფორმაციით, ინციდენტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა.
“მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიწირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი”, – დაწერა უგულავამ facebook-ზე.
ვინ განახორციელა ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა, ჯერჯერობით უცნობია.შსს-მ ფატქთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
პარალელურად, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იწყება საქალაქო სასამართლოში.ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, დღეს დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე საბუთების გაყალბებასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ამ საქმესთან დაკავშირებით უგულავას 9 თვიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს. დაცვის მხარე საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას.