LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად არიან ის კუნთმაგარი „ტიპები“, რომლებიც დასდევენ ე.წ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?! ამორალურობა და ინცესტი, ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?“ – მარკუს მეტრეველი

581
fot (4)

მომღერალი მარკუს მეტრეველი ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს კითხვით მიმართავს:

„დღის ამბები‼️

მამამ შვილი გააუპატიურა

ბათუმში მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა

„გაუპატიურების შესახებ მეგობარს უამბო.. მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 13 წლის ბავშვთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც მამა დააკავეს

გუშინ, ბაბუამ შვილიშვილი

შვილიშვილმა მოხუცი ბებია და ასე შემდეგ‼️ ვეღარ ჩამოვთვლი ამ საშინელებებს

ძალიან მაინტერესებს ამ ანომალიური შემთხვევების დროს, სად არიან ის კუნთმაგარი „ტიპები“, რომლებიც ერთმანეთზე, ზურგზე შემომჯდრები, გულზე ჯვარ აკრული დასდევენ ე.წ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?!

ვსვამ შეკითხვას, ეს მართლაც ანომალიური მოვლენა, თქვენთვის ტრადიციულია და მიღებული?

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის.. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ“ – ბაია პატარაია

სად ხართ? რატომ არ აპროტესტებთ? ძალადობა , ამორალურობა და ინცესტი, ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?,“ – წერს მარკუს მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები