LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის 17 მილიონი: “რაკია ჯორჯიას” ყოფილ დირექტორს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

107

“რაკია ჯორჯიას” ყოფილ გენერალურ დირექტორს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედიასაშუალება, Gulf Business ავრცელებს.
Gulf Business -ის ცნობით, საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატ გელა მიქაძეს 17 მილიონი დოლარის მითვისებას ედავებიან. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა ხატერ მასაადს და გიორგი ჯანაშიას.

საქმე ეხება ფოთის პორტსა და Raystar Trade LLP-ს შორის ჯერ დადებულ და შემდეგ გაუქმებულ ხელშეკრულებას ერთობლივი ვენჩურული კომპანიის შექმნის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, Raystar Trade-ის ბენეფიციარები მიქაძე და ჯანაშია იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ მასაადისთვის იყო ცნობილი. ვერდიქტში ნათქვამია, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

„ფაქტობრივად, გავიგე დღეს, ტელევიზიის მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ დღეს, 2017 წელს, 7 წლის მერე, რაღაც საქმე აწარმოეს და მე წერილიც არ გამომიგზავნეს. ასეთი რამ მსოფლიოს იურისპრუდენციას არ ახსოვს საერთოდ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა საემიროს ემირმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება თავის ოთახში და გამოიტანა განაჩენი,“ – აცხადებს მიქაძე.

შეგახესნებთ, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, შპს “რაკიინ დეველოპმენტის” და შპს “რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” ყოფილი დირექტორი, გელა მიქაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წელსაც მისცა. მაშინ საქმე ეხებოდა არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მართლსაწინააღმდეგოდ, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება “ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი”-ზე, სიმბოლურ ფასად 1 ლარად 16 940 000 ლარის ღირებულების შპს ,,რაკიინ დეველოპმენტის” 8.47%-იანი წილის გადაფორმებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები