საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს.
კულტურის სფეროში პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ხელოვანებმა ბრიფინგი გამართეს.
„კონკრეტული კანონები, რომელიც დღეს არსებობს, იმდენად ბუნდოვანია, რომ ფაქტობრივად არარსებულია. ჩვენი თხოვნაა, რომ კანონმდებლობის დონეზე ეს კანონები, რაც საავტორო უფლებებს და საავტორო უფლებებით ანაზღაურებას ეხება, გახდეს კონკრეტული, გამჭვირვალე და ავიდეს საკანონმდებლო დონეზე,” – აღნიშნა მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა.
მომღერალი რომა რცხილაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროს სათანადო მხარდაჭერა, ხელოვან ხალხს კი გაფრთხილება სჭირდება.
“სად არის ჩემი ფული?! – ჩვენ ხელოვან ხალხს გაფრთხილება გვჭირდება. კულტურას, თუ არ მივხედეთ, ვერანაირი პოლიტიკა, მედიცინა, სპორტი და განათლება ვერ მიაღწევს იმ სიმაღლეებს, რაც ჩვენ გვეკადრება” – განაცხადა მომღერალმა რომა რცხილაძემ.
მუსიკოსების თქმით, მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში ჰონორარების განაწილების პრინციპი ირღვევა.