დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2023“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისის მერია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
„დედაქალაქი „თბილისობას“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე;
12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება;
30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება;
ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”, – აღნიშნა კალაძემ.