თიკო სადუნიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა. ამის შესახებ „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო. თიკო თბილისში ახლახან დაბრუნდა. როგორც ჩვენ გვითხრა, სამი თვის განმავლობაში უკრაინაში, კერძოდ, კიევში ცხოვრობდა.
„როგორც კი ჩავედი, იქაურ კასტინგებზე ჩემი მონაცემები გავაგზავნე. არაფერს ველოდი, მაგრამ ძალიან ბევრი შეთავაზება მივიღე. გადამიღეს იუგორტის რეკლამაში და მივიღე სხვა არაერთი შეთავაზება, იქ ამ მხრივ ბაზარი ბევრად განვითარებულია“, აღნიშნა fortuna.ge-სთან საუბრისას ტელეწამყვანმა. ფოტოები