LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაძვირდა სასტუმროები თებერვალში – ფასმა საქართველოში წლიურად 9.2%-ით მოიმატა

133
პირველი სასტუმრო 2

2023 წლის თებერვალში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2023 წლის იანვართან შედარებით 1.6%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით – 9.2%-ით გაიზარდა. ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, რომ წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის აღმოჩნდა (18.3%). აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყოველთვიური (6.4%) და წლიური (20%) სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთში, რაც შეიძლება ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატით აიხსნას.

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი1 2023 წლის თებერვალში, 2023 წლის იანვართან შედარებით, 1.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 16.7%-ით შემცირდა.

“თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (6.4%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-5.4%). 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.3%-ით გაიზარდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთსა (20%) და აჭარაში (20%), ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-3.7%).

2023 წლის თებერვალში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა2 140 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 236 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 116 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა თებერვალში 392 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, თბილისში – 489 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 454, ხოლო გურიაში – 339″, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g