LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაიცნო მეკო კვირიკაშვილმა მომავალი მეუღლე და სად ურჩევნიათ მის შვილებს ცხოვრება

389

რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის განსხვავებული შემართებით გავდივარ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 10 ნომრის პოზიციაზე უკვე დიდი ხანია მერაბ კვირიკაშვილი გვევლინება. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2003 წელს შედგა, თან ვისთან – ჩვენთვის ალბათ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის გუნდთან. მას შემდეგ მეკო ”ბორჯღალოსანთა” ძირითადის წევრია.

მერაბმა თანაგუნდელებთან ერთად ისტორიულ შედეგს მიაღწია: ის იმ პირველი საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვირიკაშვილი პირველი ერთა თასელია, ვინც საქართველოს და რაგბი ევროპის ისტორიაში პირველად დაძლია 700 ქულიანი ზღვარი. ეს ახლახან მოხდა, 12 მარტს სოჭიში, როდესაც ისევ და ისევ რუსებთან თამაშისას მიაღწია გამოსარჩევ ნიშნულს.

მეკო ამჟამად საფრანგეთში თამაშობს, ყავს მეუღლე ანანო ბუაძე და სამი შვილი.

რას ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ თამაში და როგორია მისი პირადი ცხოვრება, ამას მერაბ კვირიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

12516268_1215100268519141_819686421_nბავშვობიდან გინდოდათ, რომ წარმატებულ მორაგბე გამოსულიყავით თუ სხვა პროფესიაზე ფიქრობდით?

– როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, საქართველოს ნაკრებში თამაში მალევე გახდა ჩემი მიზანი. ოცნება 2003 წელს ამისრულდა, როდესაც ნაკრებში მოვხვდი პირველად, თანაც ჩემი სადებიუტო მატჩი რუსეთის წინააღმდეგ დაემთხვა.

მიუხედავად ამისა, სხვა პროფესიაზეც არ მითქვამს უარი და რაგბის თამაშთან ერთად მეღვინეობაც შევითავსე.

შემდეგ საფრანგეთში წახვედით სათამაშოდ?

– საფრანგეთში სათამაშოდ წასვლის მიზეზი ორი რამ იყო. მინდოდა პროფესიულად გავზრდილიყავი და მაღალ დონეზე მეთამაშა. რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობა და შემოსავალიც ჩემი საფრანგეთში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

რა განსხვავებაა უცხოურ და ქართულ გუნდებ შორის?

– რა თქმა უნდა, განსხვავება ბევრ რამეში შეინიშნება, თუმცა მიმაჩნია, რომ თამაშის სტილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია უცხოურ  და ქართულ გუნდებს შორის.

გიჭირთ თუ არა საზღვგარ თამაში და ცხოვრება და გრჩებათ თუ არა დრო გართობისთვის?

– თავიდან, როგორც ყველას, რა თქმა უნდა, მეც გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, თუმცა მალე მივეჩვიე. რა თქმა უნდა, მანძილი კონკრეტულ დაბრკოლებებს ქმნის, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ჩვენც უკვე დიდი ხანია, რაც შევეგუეთ საფრანგეთში ცხოვრებას.
რაც შეეხება გართობას, გადატვირთული გრაფიკის გამო ბევრი დრო არ მრჩება, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვახერხებ გართობისთვის დროის გამოძებნას.

 12595996_1215100255185809_773899052_n– რა მოგწონთ საფრანგეთში ყველაზე მეტად – მუზეუმები, ისტორიული ნაგებობები…

 – საფრანგეთში განსაკუთრებული ძველი კლასიკური სტილია. ასევე შემიძლია გამოვყო ისტორიული ძეგლები და მუზეუმები. ამით ხომ მთელი საფრანგეთი და მისი ისტორია ისედაც განთქმულია.

 როგორი ხალხია ფრანგები?

– ფრანგებს დავახასიათებდი, როგორც შრომისმოყვარე ხალხს.

 ფრანგულ სამზარეულოს როგორ შეეგუეთ?

 – ერთი ფრაზით, რომ ვთქვა: ფრანგულ სამზარეულოს შეგუება არ სჭირდება.

 – კარგი, ოჯახზე გადმოვერთოთ. როდის და რა ვითარებაში შეხვდით მომავალ მეუღლეს?

– ჩემი მეუღლე ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში გავიცანი, სადაც დასასვენებლად ვიყავით. ეს იყო 2002 წელს. შეხვედრიდან ორ წელიწადში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.

გადატვირთული გრაფიკი უკვე ვახსენეთ. როგორ ახერხებთ ოჯახთან ერთად ყოფნას?

– მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ბევრი თამაშისა და ვარჯიშისა, ოჯახს თავისი პრივილეგიები გააჩნია. ყოველთვის ვახერხებ მეუღლესთან და ჩემ შვილებთან ერთად ყოფნას.

 avto1ბავშვებს მოსწონთ საფრანგეთში, როგორ ერთობიან?

 – ბავშვები ორივე ქვეყანაში კომფორტულად და კარგად გრძნობენ თავს, თუმცა არჩევნის წინაშე რომ დადგნენ, საქართველო ურჩევნიათ.

 რომელ თამაშებს გამოარჩევდით საქართველოს ნაკრებში?

 – საქართველოს ნაკრებში შემიძლია ბევრი კარგი თამაში გავიხსენო, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო 2007 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიის წინააღმდეგ, 2014 წელს სამოასთან თამაში საქართველოში და 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას წინააღმდეგ.

 რა გრძნობაა, როდესაც რუსეთის ნაკრებს ხვდებით და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქართველ და რუს მორაგბეებს ერთმანეთთან?

– რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის განსხვავებული შემართებით გავდივარ მოედანზე. რაც შეეხება ურთიერთობას, მორაგბეები ყოველთვის მეგობრულად ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები. ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ან სხვა ქვეყანაში გადასვლას?

 – რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ვაპირებთ და გვინდა კიდეც საქართველოში დაბრუნება, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცით ეს როდის მოხდება.

როგორი წარმოგიდგენიათ ცხოვრება მას შემდეგ, რაც რაგბის თამაშს ვეღარ შეძლებთ?

– ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია.

 ნინო როსტიაშვილი

.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g