ბარაკ ობამა ვაშინგტონში დარჩენას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გეგმავს. როგორც ობამამ მილოუკში განაცხადა, ოჯახი სულ მცირე 2 წელი კიდევ დარჩება დედაქალაქში.
კითხვაზე, სად იცხოვრებს ობამა საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი.
„ვაპირებთ დავრჩეთ ვაშინგტონში კიდევ რამდენიმე წელი, რომ საშამ სკოლა დაამთავროს. საშუალო სკოლაში სწავლისას სხვა ქალაქში გადასვლა ძალიან ძნელია,“ – აღნიშნა ობამამ.
საშა ახლა 14 წლისაა და მეცხრე კლასში სწავლობს. ბარაკ ობამას უფროსმა შვილმა, მალიამ უკვე დაამთავრა სკოლა და შემოდგომიდან კოლეჯში გააგრძელებს სწავლას.
როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ვაშინგტონიდან საცხოვრებლად სხვაგან გადადიან.

