LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ხედავს საკუთარ თავს ანჯელინა ჯოლი 10 წლის შემდეგ

80

განქორწინების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა: ვარსკვლავი აქტიურად მოგზაურობს შვილებთან ერთად და მონაწილეობს ამა თუ იმ ღონისძიებებში. ამ დღეებში ჯოლიმ ინტერვიუ ბრიტანულ HELLO!-ს მისცა, სადაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„შესაძლოა, 10 წლის შემდეგ ჩემი შვილები სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მომწონს იმის წარმოდგენა, როგორ დავდივარ ამა თუ იმ ქვეყანაში მათ სანახავად და როგორ ვმოგზაურობ. იმედი მაქვს, ზოგი მათგანი იმ საქმეს გააგრძელებს, რომელიც მე დავიწყე, სიამოვნებით ვიქნებოდი მათი პარტნიორი. ალბათ, მომავალში ნაკლებად მივიღებ მონაწილეობას ფილმებში და მეტ დროს დავუთმობ ოჯახს“.

მსახიობმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორმაგი მასტექტონომია გაიკეთა, განაცხადა, რომ სიბერის აღარ ეშინია, რადგან იცის, რომ ჯანმრთელია.

კითხვაზე, რა აბედნიერებს ყველაზე მეტად, ჯოლიმ უპასუხა: „ზაჰარას სიცილის ხმა. ის იმ ადამიანებს განეკუთვნება, რომელიც მთელი სხეულით იცინის. სრულიად ღიად და სიამოვნებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები