LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მდებარეობს ულამაზესი წალკოტი საქართველოში, რომელიც ბერებმა მოაწყვეს

2701
BeFunky-collage (9)

ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე გაშენებული სალოცავი საზოგადოებაში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. ულამაზესი წალკოტი ძამას ხეობაში ყინწვისთან ახლოს მდებარეობს. მას მონაზონთა ქალაქ- მზოვრეთს უწოდებენ.

როგორც ამბობენ, ეს ის ადგილია, სადაც ზუსტად იციან, რა არის სიყვარული და ერთგულება.

მზოვრეთის ფეისბუქის გვერდზე “ქალაქი მონაზონთა – “მზოვრეთი”აღნიშნულია, რომ მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

ყველაფერი სამი მონაზვნით დაიწყო, ბერი იოანეს (ხვედელიძე, ახლა უკვე სქემ-მონაზონი) წინამძღოლობით. არ გააჩნდათ არაფერი, ელემენტარული თავშესაფარიც კი – წინამძღვარი ძველ ბუხარში ცხოვრობდა, დანარჩენმა ორმა კი გალავნის კედელში ჩაშენებულ ციხის საპირფარეშოებში დაიდეს ბინა… წვიმის წყალს აგროვებდნენ, ჭამის შემდეგ კი თეფშებს კარგად აპრიალებდნენ – წყლის მარაგს იზოგავდნენ… და მაინც, ამ ყველაფრით ბედნიერები იყვნენ, მარხულობდნენ, იღვწოდნენ და ღმერთს მადლობდნენ.

დღეს კი მზოვრეთის ციხე უკვე აღარ არის უფუნქციო ნანგრევი.

როგორც ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულია “იგი გაცოცხლდა, მნიშვნელობა შეიძინა და ახალ ზღუდედ უკვე სულიერების სადარაჯოზე დადგა. მას სული აქვს! სული – რომელიც განანათლებს ყოველს, სული – რომელიც ყოველივეს სიხარულით აღავსებს, და სული – რომელიც საღმრთო მადლით აღგვძრავს და გვაძლევს ძალას ვთქვათ:
დიახ, ჩვენ ავაშენეთ ქალაქი მონაზონთა – მზოვრეთი!”

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები