LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – დაშავდა ექვსი პირი

191
ძამას ხეობა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარ სლაიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფოტო: „ქართლის ამბები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები