LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადამ ჰუსეინის პოემას ინგლისურად თარგმნიან

168

ერაყის ყოფილი ლიდერის, სადამ ჰუსეინის პოემა წიგნის მაღაზიების თაროებზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. წიგნი უკვე გამოვიდა იაპონიაში, თურქეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა ინგლისურად მას პირველად თარგმნიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ერქმევა პოემის ინგლისურენოვან ვერსიას, ორიგინალში კი მას „ცეკვა ეშმაკთან“ ჰქვია.

2005 წელს წიგნი პირველად გამოვიდა იორდანიაში, თუმცა ის სრული ტირაჟით აკრძალეს. მალევე გამოჩნდა მისი რამდენიმე არაოფიციალური ვერსია. გამოცემა The New York Times-ის შეფასებით, ჰუსეინის წიგნი „იაფფასიანი საკითხავია, რომლის შესახებაც მეორე დღესვე ივიწყებ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები