LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო დღეებში თავი შევიკავოთ სუფრებისგან, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია: პაატა იმნაძე

87
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ ის საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ და სადღესასწაულო დღეებში სუფრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

მისივე განცხადებით, ბოლო 14 და 7- დღიანი მონაცემების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს სცილდება, რომლითაც სჩანს რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზდება.

იმნაძის განმარტებით, თუ საზოგადოება ყველა არსებულ რეგულაციას დაიცავს, მაშინ ქვეყანაში აღარ განმეორდება ის ვითარება, რაც გასული წლის შემოდგომის ბოლოს იყო.

დადებითობის მაჩვენებელი კვლავ 5%-ს გადასცდა, თბილისში 918 ახალი შემთხვევაა – რა ვითარებაა რეგიონებში

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1551 ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა ეს მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა.

მთავარ ამოცანა ჩვენი არის ის, რომ ყველგან მაქსიმალურად გამოვიყენოთ პირბადე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში თავი შევიკავოთ სუფრებისგან, რადგანაც ყველაზე დიდი რისკი დაავადების გადადების არის – სუფრები.

დადებითობის მაჩვენებელი სამწუხაროდ ისევ და ისევ არის 4%-ზე მეტი, როგორც 14-დღიანი ისე 7-დღიანი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილიზდება, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, საბედნიეროდ დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს. თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ყველ არსებულ რეგულაციას, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ არ მივაღწევთ ისეთ კატასტროფულ მატებას დაავადებულთა რაოდენობის, როგორიც ჩვენ გვქონდა გასული წლის შემოდგომის პერიოდში“, – განმარტავს პაატა იმნაძე.

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 706 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 41 801 მოქალაქე

პოპულარულები