LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საძაგლიშვილი – სააკაშვილს დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა

100
დიტო საძაგლიშვილი

“მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი.” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო და ის არის სუსტად.

მისივე თქმით, სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში არა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, არამედ მასზე ფსიქოლოგიური ტერორის მოსახდენად მიიყავნეს:

“მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ – აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც, პრინციპში, სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი.

ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი, ერთ ნაწილში არის იზოლირებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია იმიტომ, რომ საავადმყოფოს მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად მობილიზებული.

საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეომტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო, ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატული გაუარესება. მას დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა.” – თქვა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკასვილმა, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, გუშინ განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობები მედიას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

გვარამიას თქმით, ის მზადაა ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს. აქვე ამბობს, დათქმას, რომ ეს არ უნდა იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g