LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საელჩო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელ ტაიფუნთან დაკავშირებით აფრთხილებს

323
45341850-303

იაპონიაში საქართველოს საელჩო მოსალოდნელ ძლიერ ტაიფუნთან დაკავშირებით იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სტიქია ტოკიოსა და მის შემოგარენს სავარაუდოდ ხვალ დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება დაავალა. ავიაკომპანიებმა უკვე გააუქმებს უქმეებზე დანიშნული 800-ზე მეტი რეისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები