ირაკლი ზარქუას თქმით, საელჩოების განცხადება, საკონსტიტუციო ცვლილებებში გენერალური პროკურორის არჩევის წესის ამოღებასთან დაკავშირებით, გაუგებარი და რეალობას აცდენილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებზე, რომელიც გუშინ იქნა მიღებული სრული კონსენსუსი შედგა.
გუშინ განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმადა აშშ-ს საელჩომ.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.