„საერთაშორისო დახმარება, რომელსაც ვიღებთ საკმარისია წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ არსებულ გამოწვევასთან შეძლოს გამკლავება და კატასტროფული შედეგები არ გვქონდეს“, – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისი თმით, დღეის მდგომარეობით უფრო მიზანშეწონილია შემუშავდეს ყოველკვარტალური გეგმა, ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს გასტანს კრიზისი.
„ეს ვერ იქნება გეგემა, რომელიც ცალსახად ერთხაზოვანი იქნება. მას მოდიფიკაციები დასჭირდება, რადგანაც კორონავირუსი მოდიფიცირებულად გვიტევს და ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემები ჩნდება. ბიზნესს, ფიზიკურ პირებს დახმარებები დასჭირდებათ და სახელმწიფო გეგმებიც ამ მიმართულებებზეც, რომ მთლიანობაში ეკონომიკა არ ჩავარდეს“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მუშავდება, რომელშიც ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.