LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი… 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი – გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ვასალური, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას“ – შალვა პაპუაშვილი

118
შალვა პაპუაშვილი

„არა თუ შეიზღუდონ, პირიქით, ჩვენ მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი – გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო.

პაპუაშვილი: „ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია – წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში, ვინაიდან აქვს უცხო ძალებისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა“

პაპუაშვილის განცხადებით, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და დამკვირვებელმა უნდა დაინახოს, რა არის ქართველი ხალხის ნამდვილი არჩევანი:

„არა თუ შეიზღუდონ, პირიქით, ჩვენ მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი. 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას.

ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის ბედზე, მის მოწყობაზე, მის ინსტიტუტებზე გადაწყვეტილებას იღებდეს ქართველი ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან? ოპოზიცია გვთავაზობს, რომ სისტემა გარედან რას გვეტყვიან იმაზე იყოს, იმისთვის, რომ კომფორტში ამყოფონ საკუთარი მფარველები გარეთ, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც იტყვის ქართველი ხალხი, ისე იქნება ამ ქვეყანაში. ასე რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და დამკვირვებელმა უნდა დაინახოს, რა არის ქართველი ხალხის ნამდვილი არჩევანი“ – პაპუაშვილმა.

„ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?“ – ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, ეს გამაოგნებელია“ – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g