LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

4688
kultrnews

21 ნოემბერს, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში, გაიმართა ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფესტივალის  საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები საბინე გროფმაიერი და სანდრო ნებიერიძე.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

კონცერტს ესწრებოდნენ:

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები;

დიპლომატიური კორპუსი;

მუსიკის მოყვარულები.

დასკვნითი კონცერტის პროგრამაში იყო:

ფესტივალის  საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

საბინე გროფმაიერი – კლარნეტი (გერმანია)

სანდრო ნებიერიძე – ფანტაზია ზ. ფალიაშვილის ოპერების თემებზე

ვახტანგ მაჭავარიანი – მიძღვნა ლუდვიგ ვან ბ-ს სიმებიანი ორკესტრისთვის, ლიტავრებისა და ფორტეპიანოსთვის (ნაწარმოებში გამოყენებულია ბეთჰოვენის ცხრავე სიმფონიის თემები)

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის ლა მაჟორი, K.622

გიორგი ისაკაძე (ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი):

„მოხარული ვარ, რომ ხელოვნება იმარჯვებს და ურთულესი პირობების მიუხედავად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უძველესი კლასიკური მუსიკის ფესტივალი შედგა, რომელიც დიდმა ქართველმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს ბიჭვინთაში, აფხაზეთში, საქართველოში დაარსა.

წელს მოვიწვიეთ თანამედროვეობის ორი უდიდესი ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი. მარიო სტეფანო პიეტროდარკი ბანდონეონისტია, რომელმაც ბათუმში პუბლიკა უბრალოდ აღაფრთოვანა ნიკოლოზ რაჭველთან და სოფო ხალვაშთან ერთად. ბათუმშივე შედგა პრემიერა უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის, დირიჟორისა და  პიანისტის ნიკოლოზ რაჭველის მიძღვნა „იტალიელ ხალხს“.

ხოლო თბილისურ ნაწილში ბრწყინვალე გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი მოცარტის დაუვიწყარი კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე.

კონცერტზე პირველად შესრულდა ჩვენი ფესტივალის მთავარი დირიჟორის, მაესტრო ვახტან მაჭავარიანის მიძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს სიმებიანი ორკესტრისთვის, ლიტავრებისა და ფორტეპიანოსთვის. კონცერტში უნიჭიერესმა ახალგაზრდა პიანისტმა და კომპოზიტორმა სანდრო ნებიერიძემ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც შეასრულა ჩემი სპეციალური დაკვეთით შექმნილი ფანტაზია ზ. ფალიაშვილის ოპერის თემებზე. ეს გახლდათ უღრესად ვირტუოზული ფანტაზია ფორტეპიანოსათვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ კლასიკური მუსიკის თხზულებებს. აგრეთვე ვცდილობთ აქტიურად შევიტანოთ წვლილი ახალი ნაწარმოებების შექმნაში. წელს დიდი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. მუსიკისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამართულ მასტერკლასებს რამდენიმე წამყვანი მუსიკოსი ხელმძღვანელობდა, მათ შორის საბინე გროფმაიერი, ვახტანგ მაჭავარიანი, მარიო სტეფანო პიეტრო დარკი, გიორგი შავერზაშვილი“.

ნინა ცაგარელი (ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორი):

„რიგით მე-13 საერთაშორისო ფესტივალის გახსნითი კონცერტი ქალაქ ბათუმში გაიმართა. მთელი თვის განმავლობაში მრავალფეროვან დარგობრივ მასტერკლასებს ვატარებდით, დღეს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში „ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი ჩატარდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული პანდემიისა, მუსიკის მოყვარულებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ხელოვნების ზეიმი. არ ვღალატობთ ტრადიციას და მაყურებლის წინაშე რამდენიმე პრემიერით წარვდექით.

მადლობას ვუხდი მთელ ჩემს გუნდს, ყველა მხარდამჭერსა და პარტნიორს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს ერთგულ მსმენელს“.

საბინე გროფმაიერი (მუსიკოსი, გერმანია):

„აღფრთოვანებული ვარ ორკესტრით. ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც ლიანა ისაკაძის სახელთან ასოცირდება. მადლობა სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ისაკაძეს მოწვევისთვის. ასევე უნიჭიერეს ვახტანგ მაჭავარიანსა და ფესტივალის დირექტორ ქალბატონ ნინა ცაგარელს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და მადლობა ვუთხრა გამორჩეულ ქართველ მსმენელს“.

სანდრო ნებიერიძე (მუსიკოსი, კომპოზიტორი, სოლისტი):

„უკვე 4 წელია ფესტივალთან ვთანამშრომლობ. მუდმივად ახალ-ახალ გამოცდილებას ვიღებ და ემოციებით ვარ დატვირთული. შარშან შედგა მეორე საპორტეპიანო კონცერტის პრემიერა, წელს ფალიაშვილის თემებზე ფანტაზიის პრემიერა. ყოველწლიურად ფესტივალი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. წელს ფესტივალმა ფანტასტიურად ჩაიარა, განსაკუთრებული იყო.

ახალი წასული ვარ სასწავლებლად მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში. ახლა პირველად დავბრუნდი და ეს ჩემთვის პირველი კონცერტი გახლდათ. ფანტაზია ფალიაშვილის ოპერის თემებზე გიორგი ისაკაძის დაკვეთით დაიწერა.

დიდი მადლობა გიორგი ისაკაძეს, ვახტანგ მაჭავარიანს, ნინა ცაგარელს ამ შესაძლებლობისთვის. იმედია პანდემია მალე დასრულდება და ვითარება გამოსწორდება“.

ფესტივალი გაიხსნა ქალაქ ბათუმში. გახსნით კონცერტში მონაწილეობდნენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი), ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი, კომპოზიტორი), სოფო ხალვაში (მომღერალი).

სიმებიანი კვინტეტი

კ. ვარდელის სახ. სიმებიანი კვარტეტი – კონსტანტინე ეროიანი (I ვიოლინო), დავით აკოფიანი (II ვიოლინო), ეკატერინე გარდავაძე (ალტი), გიორგი ნადარეიშვილი (ვიოლონჩელო) და მიხეილ ქართველიშვილი (კონტრაბასი).

ფესტივალის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში ჩატარდა არაერთი მასტერკლასი სხვადასხვა მიმართულებით.

ფესტივალის დამაარსებელი: ლიანა ისაკაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი დირიჟორი: მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

ორგანიზატორი კომპანია: “არტ ალიანსი”

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საელჩო.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია „არდი“

ფესტივალის პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი “ნიტა”, კომპანია “სარაჯიშვილი”, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, “ჯორჯან უნიქ ვაინი” – ისტორიული ტრადიციული უნიკალური, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი “არომატეკა”.

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს პირველი არხი; “რუსთავი 2”; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, ”TV25”; „არტარეა“; მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, “ჯორჯიანპრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; ჟურნალი „ბათუმელები“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ სადრაძე – 599 09497.

 

mazda magti 5g